ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ეხმიანება, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. გვენეტაძის თქმით, როგორც ადრე იტყოდნენ "ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს" 2024 წლის 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ ის უსაშინელესი ძალა, რომელსაც ჰქვია "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები.
"მმართველი ძალის, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დღევანდელი განცხადება გვამცნობს: 1. გვინდა მშვიდობა და საქართველოსათვის უკრაინიზაციის თავიდან აცილება; 2. გვინდა საქართველოში არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება; 3. გვინდა საქართველოში არ იყოს სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ლგბტ პროპაგანდა; 4. გვინდა საქართველოში თავის ადგილას იყოს მოსმული (ადამიანის უფლებების სრული დაცვით) თაბაგარ-სუბელიან-ბაია პატარაიას მსგავსი გარედან მართულ-დაფინანსებული სუბიექტები; 5. გვინდა საქართველოში კაცს ერქვას კაცი და ქალს ქალი ანუ ვაჟაი ვაჟობდეს და ქალაი ქალობდეს; 6. გვინდა იმ ოფიციალურ ქმრიანი მიხაელ როთი არ გვილანძღავდეს რუსთაველზე მამულს და სარწმუნოებას; 7. გვინდა კუბილიუსების, კრამონების, იუკნევიჩიანების....მაგვარნი არ გვიქნევდნენ თითებს; 8. გვინდა საქართველოს სახელმწიფო არ იყოს მუდმივი გადატრიალებების მოლოდინში; 9. გვინდა საქართველოს განათლების სისტემა იყო საქართველოზე ორიენტირებული; 10. გვინდა ლომჯარია-გიგაურები არ გვკარნახობდნენ საქართველოს განვითარების მიმართულებებს; 11. გვინდა საქართველოში განვითარდეს მრეწველობა და შეწყდეს მიგრაციული პროცესები(დამერწმუნეთ ინდუსტრიის ამის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება და მიგრაცია არ შეწყდება); 12. გვინდა საქართველომ სრულად დაიბრუნოს თავისი მსოფლიო-ისტორიული მისია ანუ ჩვენს სამშობლოში აშენდეს უდიდესი სავაჭრო პორტი და გადიოდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს მისცემს ქვეყანას. რაც თავის მხრივ უდიდესი შანსს მოგვცემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის; 13. გვინდა საქართველო გადაიქცეს ეკონომიკურ და ფინანსურ ჰაბად; 14. გვინდა საქართველოს ბედი წყდებოდეს თბილისში და არა ოკეანის გაღმა თუ გამოღმა; 15. გვინდა საქართველოს წინაშე პოლიტიკურ-სამართლებრივად პასუხი აგოს ანუ გასამართლდეს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი უბედურებებისათვის თემურ ლენგის ურდოების მსგავსი ძალამ ნაცმოძრაობა; 16. გვინდა ქართული სასამართლო; 17. გვინდა ქართული, ნამდვილად ქართულ სახელმწიფოზე და არა ქართულ სახელმწიფოს დაქცევაზე ორიენტირებული ოპოზიცია, რომელიც მომავალში ღირსეულად, დემოკრატიულად, ყოველგვარი არეულობებისა და გადატრიალებების გარეშე შეცვლის არსებულ ხელისუფლებას; 18. გვინდა გრიგორიადისების მაგვარნი არ წვავდნენ ცოცხლად ჩვენი სახელმწიფოს სამართალდამცველებს; 19. გვინდა პრეზიდენტად არ გვყავდეს უცხო ქვეყნების აგენტი; 20. გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება; მაშინ, როგორც ადრე იტყოდნენ ქუდზე კაცი გამოვიდეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ის უსაშინელესი ძალა, რომელსაც ჰქვია ნაცმოძრაობა და მისი სატელიტები", - წერს გვენეტაძე.