ეს იქნება პირველ რიგში მშვიდობასა და ომს შორის არჩევნები, ეს იქნება არჩევნები სუვერენიტეტსა და მოღალატეობრივ, მონურ ვასალურ დამოკიდებულებას შორის - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებას ორი არჩევანი ექნება, ერთი იქნება "ქართული ოცნება" და მეორე იქნება კოლექტიური "ნაცმოძრაობა".
"საზოგადოებას მივმართავ, როდესაც 26 ოქტომბერს დადგებიან ბიულეტენთან, იქნება ორი არჩევანი - ერთი იქნება "ქართული ოცნება" და მეორე იქნება კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს იქნება პირველ რიგში მშვიდობასა და ომს შორის არჩევნები, ეს იქნება არჩევნები სუვერენიტეტსა და მოღალატეობრივ, მონურ ვასალურ დამოკიდებულებას შორის.
მათმა ანასხლეტებმა, დანაყოფებმა, ასევე დედა პარტიამ, სადაც ახლა ყველა ერთიანდება და არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, გაანადგურეს ოპოზიციური ველი თავის პატრონებთან ერთად და ნებისმიერ, ჯანსაღად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციასა ველი არ დაუტოვეს. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია ამ მოღალატე, უსამშობლო ძალის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის უმაღლესი ლეგიტიმაცია ჩვენი საზოგადოების მხრიდან და სწორედ ეს უმაღლესი ლეგიტიმაცია ჩვენ უფრო გაგვიმაგრებს და მათ პატრონებსაც და საზოგადოებასაც აუხელს თვალს, რომ რეალურად, სად არის საზოგადოების მოთხოვნა," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.