მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო. ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ, მოსახლეობას "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათ შორის - პარტიის საპატიო თავმჯდომარემ - ბიძინა ივანიშვილმა მიმართეს.