16 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები - წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ხმაურით და ურთიერთ ბრალდებებით დაიწყო

წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ხმაურით და ურთიერთ ბრალდებებით დაიწყო.  სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავდნენ. საუბარია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილ 800 ათას ლარზე, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყო.

მმართველი გუნდი სხდომაზე მერის დასწრებას მოითხოვდა. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ წალენჯიხაში კოალიციური მმართველობა ვერ ახერხებს ბიუჯეტის სწორად გადანაწილებას, რაც აფერხებს საკრებულოს მუშაობას და აზიანებს მოსახლეობის ინტერესებს. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე. 

საბოლოოდ, საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. მმართველი გუნდის განცხადებით, რომ არა ოცნების ხმები, ბიუჯეტს საკრებულო ვერ დაამტკიცებდა. სხდომას არ დასწრებია წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

 

დღის ამბები