"ზუსტადაც უნდა დაიცვან ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად, ეს კაცი არის საქართველოს იმედი და გარანტი და ეს ადამიანი რომ არა, კიდევ რისი გავლა მოუწევდა მანიაკების ხელში ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს წარმოდგენაც არ მინდა", - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, ბიძინა ივანიშვილის მცხეთაში გამოსვლასთან და ტყვიაგაუმტარ მინასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.
"ისე გაიკვირვეს ნაცჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს თვითონ ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ თვითონაც და მათი პატრონებიც არიან ყველაფერზე წამსვლელები, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ და ქვეყანა ისევ იმ ჯოჯოხეთში დააბრუნონ. ზუსტადაც უნდა დაიცვან ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად, ეს კაცი არის საქართველოს იმედი და გარანტი და ეს ადამიანი რომ არა კიდევ რისი გავლა მოუწევდა მანიაკების ხელში ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს წარმოდგენაც არ მინდა", - წერს გიორგი ზერეკიძე.