დონალდ ტრამპი არიზონაში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა საიმიგრაციო პოლიტიკაზე ისაუბრა და ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში იმიგრაციული კრიზისის შექმნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
ექსპრეზიდენტმა ჰარისი უკონტროლო მიგრაციის მიმართულებით არაეფექტური პოლიტიკის გატარებისთვის გააკრიტიკა და მას "ზარმაცი საზღვრის ცარი" უწოდა.
ექსპრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კამალა ჰარისისგან განსხვავებით, მისი მმართველობის პერიოდში საზღვარი ღია არ იქნება.
"ეს კედელი, ჩვენ ავაშენეთ შემდეგ კი ყველაფერი შეჩერდა, როდესაც ბაიდენი და ჰარისი მოვიდნენ. ეს არის კრიმინალის საწინააღმდეგო კედელი. ამხანაგ კამალა ჰარისს, დიახ, მე მას ვუწოდებ ამხანაგს, რადგან ის რადიკალური მემარცხენე მარქსისტია. მას სურს ღია საზღვრები. მას სურს, ჩვენი ქვეყანა ღია იყოს მსოფლიო კრიმინალებისთვის. ჩვენ გვყავდა საზღვრის ცარი ჰარისი. მას უყვარდა ტიტული, მაგრამ არ სურდა საქმის კეთება, რადგან ზარმაცი იყო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.