"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დელეგატების სისტემას ერთიანობა და მაქსიმალური მობილიზება უნდა დაუპირისპირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "გამარჯვება ძალიან რთული იქნება".
"ასეთი დელეგატები რომ გამოიგონა "ქართულმა ოცნებამ" და განაწესა რეგიონებში, თუნდაც ამიტომ გვჭირდება რეგიონებსა და თბილისში მაქსიმალური მობილიზება, დიდი ერთიანობა. ამ ყველაფერს თუ არ დავუპირისპირეთ ერთიანობა, ძალიან რთული იქნება გამარჯვება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, დელეგატების სისტემის შემოღებით, "ქართულ ოცნებას" სურს, შეინარჩუნოს "ძველი, ფეოდალური, რეგიონული სისტემა".
"ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას - შემოვლითი ფორმით. ეს არის ანტიკონსტიტუციური და ის ჩანაწერი, რომელიც შემდეგ საარჩევნო კოდექსში გაკეთდა, ესეც ანტიკონსტიტუციურია. "ქართულ ოცნებას" სურს, შეინარჩუნოს ძველი, ფეოდალური, რეგიონული სისტემა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.