პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, 30-ვე ოლქში დასახელებული თითოეული დელეგატი კარგად ცნობილი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანია.
მისი განმარტებით, დასახელებულ პირებს შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსები და ახალი სახეებიც არიან.
"30-ვე ოლქში დავასახელეთ დელეგატები და საზოგადოებამ ნახა, რომ თითოეული მათგანი არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ასევე, არიან ახალი სახეები, რაც არის მნიშვნელოვანი. ზუსტად, ჩვენი გუნდი ეფუძნება როგორც გამოცდილებას, ასევე განახლებას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროგრესის უწყვეტობა იყოს მუდმივად უზრუნველყოფილი და, რასაკვირველია, თითოეული მათგანი სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით და სანდოობით საზოგადოების მხრიდან," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.