ანტიკორუფციული ბიურო 8 ოპოზიციურ ძალას ფინანსური დეკლარაციების წარდგენას სთხოვს. პარტიებს ვადა 31 აგვისტომდე აქვთ.
უწყების ინფორმაციით, ეს პოლიტიკური ორგანიზაციები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. შეფასებები უკვე გააკეთა დასახელებული პარტიების ნაწილმა, სადაც ამბობენ, რომ მათ ფინანსური დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვთ. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში პრობლემაა და პარტიების ნაწილი ამ თანხებს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით იღებს, რაც ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის ანგარიშითაც დაადასტურა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ არსამთავრობო სექტორი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის არის გამოყენებული.
"სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებული არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო პროცესებში ჩასარევად.
მოუწოდა NDI-ს და IRI-ს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ დამკვირვებლები არჩევნების პროცესზე, რომ მათი დაფინანსებაც იყოს ამ შემთხვევაში გამჭვირვალე, რომ არ მოხდეს მათი დაფინანსებით კანონის და დემოკრატიული პრინციპების დარღვევით კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური მიმდინარეობების ხელშეწყობა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.