18 სექტემბერი 2024,   11:11
ვრცლად
პროტესტის ახალი ტალღა ინდოეთში - სტაჟიორი ექიმის გაუპატიურებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტმა მასშტაბური აქციები გამოიწვია

ინდოეთში, ქალაქ კალკუტაში სტაჟიორი ექიმის გაუპატიურებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტმა, საზოგადოების მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ასეულობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და საპროტესტო მარში მოაწყო, რათა შტატის მთავარი მინისტრის გადადგომა მოეთხოვა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტანტებმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხელმძღვანელობით გაარღვიეს რკინის ბარიკადები, რომლებიც დასავლეთ ბენგალის სახელმწიფო სამდივნოსკენ მიმავალი მარშრუტის გასწვრივ იყო მოწყობილი.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენა. პოლიციის წარმომადგენლების განმარტებით, აქცია უკანონოა.

დღის ამბები