19 სექტემბერი 2024,   13:57
ვრცლად
თუ ადამიანს ოდნავ მაინც გაქვს თავმოყვარეობა და ღირსება, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს - ლევან მაჭავარიანი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე

ირონიულად და არასერიოზულად უყურებენ ხაზარაძე-გახარიას გაერთიანებას მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ხაზარაძე-გახარიას მიმართ, "გარედან შემოსული კიდევ ერთი დირექტივაა".

მათივე განმარტებით, პრეზიდენტმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ერთმანეთის პოლიტიკური მტრები მხოლოდ იმიტომ დასვა, რომ მათ ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება "გარედან მიღებული დავალების" ნაწილია.

"ესეც არის გარედან მიღებული დავალების ერთ-ერთი ნაწილი. ბატონ ხაზარაძისა და ბატონი გახარიას ურთიერთობა ყველას ახსოვს - რა უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს. თუ ადამიანს ოდნავ მაინც გაგაჩნია თავმოყვარეობა და ღირსება, ასეთი ტიპის გაერთიანებები არ უნდა ხდებოდეს,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გარე დავალებების მიმღებია.

"პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პირდაპირ არის გარე დავალებების მიმღები. გაწელვაც და გაჭიანურებაც ამ სერიალის ნაწილია, ეს მოხდება თუ არ მოხდება, მათ პრინციპებზე, მორალზე მეტყველებს. ამ ყველაფერს კი ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს,"- აცხადებს კირცხალია.

დღის ამბები