19 სექტემბერი 2024,   14:45
ვრცლად
პეიჯერების კოორდინირებული აფეთქება ლიბანში - "ჰეზბოლა" ისრაელს ადანაშაულებს

"ჰეზბოლას" ათასობით მებრძოლს, ლიბანში, ერთდროულად აუფეთქდა პირადი პეიჯერები. დაიღუპა, სულ მცირე, 9 ადამიანი და დაიჭრა 2 700-ზე მეტი, მათ შორის 200-ის მდგომარეობა მძიმეა. "ჰეზბოლა" სრულ პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. მომხდარზე კომენტარისგან თავი შეიკავა თელ-ავივმა.

ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა, რომ ტაივანში წარმოებულ  5000 პეიჯერში, რომელიც "ჰეზბოლამ" აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე შეუკვეთა, ასაფეთქებელი ნივთიერება მოსადმა ჩადო.

დღის ამბები