19 სექტემბერი 2024,   14:05
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რამდენიმე ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო

ომი გრძელდება უკრაინაში. საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიას ოლქი დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაშავდა 3 სამოქალაქო პირი.

რუსეთში, ტვერის ოლქში, დრონით, საბრძოლო მასალის საწყობზე იერიში განხორციელდა, ადგილზე გაჩნდა ხანძარი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ადგილობრივი გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ტერიტორიიდან, სადაც საჰაერო თავდაცვა მუშაობს, მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია გადაწყდა.

დღის ამბები