19 სექტემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ გაერთიანებას - ჰერმან საბო გახარია-ხაზარაძის გაერთიანებაზე

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.

”ლელოში” განმარტავენ, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა. მსგავს გაერთიანებებს მიესალმება "გირჩიც". მათი შეფასებით, აღნიშნული კონფიგურაციით ოპოზიციის გადალაგება ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ არჩევანს გაუმარტივებს.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანი, კოალიციის ”ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი წარმომადგენელი ლანა გალდავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"მიღწეულია შეთანხმება სრულ მობილიზაციასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება შეიცვალოს. 

ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები გრძელდება. ცხადია, შეთანხმება უნდა იყოს მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით,"- აცხადებს გალდავა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ჰერმან საბო აცხადებს, რომ მხარს უჭერს გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას. 

"საჯაროდ არ გამოიტანდნენ, ეს ამბავი ნაკლებად შეთანხმებული რომ ყოფილიყო. ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ გაერთიანებას, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს ჩვენთვის მეტ ხმებს. რაც უფრო ნაკლები პარტია იქნება, მით უფრო ისეთი, რომელიც განსაკუთრებულს არაფერს ამბობს ამომრჩევლისთვის, უკეთესი იქნება,"- აცხადებს ჰერმან საბო. 

დღის ამბები