16 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
თბილისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება - რას აცხადებენ ოპოზიციაში  "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე 

31 აგვისტოს თბილისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება. "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით, ეს იქნება მეოთხე ღონისძიება, რომელსაც წალენჯიხის, თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ამჯერად დედაქალაქი უმასპინძლებს.

მმართველ გუნდში, ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ღონისძიება უკვე ოფიციალურად არის პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიერ დაგეგმილი.

განცხადება გაავრცელა დემოკრატიული ფესტივალის ორგანიზატორმა ორგანიზაციამაც. "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს და ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას თავდასხმად აფასებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან თუ სხვა რომელიმე ქვეყნიდან მიღებული დაფინანსება, დემოკრატიის მხარდასაჭერად არის მიღებული, ისეთივე, როგორც მრავლად მიუღია საქართველოს ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან.

"რაც შეეხება ევროკავშირიდან თუ რომელიმე ქვეყნიდან მიღებულ დაფინანსებას, ეს არის დემოკრატიის მხარდასაჭერად მიღებული დაფინანსება. მსგავსი დაფინანსება მიუღია საქართველოს ათწლეულების მანძილზე, ამიტომ გადარჩენილა, ამიტომ გაუძლიერებია საკუთარი ენერგოუსაფრთხოებაც, საკუთარი თავდაცვისუნარიანობაც, სასურსათო და ფინანსური უსაფრთხოებაც და ჩვენ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან, მხოლოდ დახმარებას და სიკეთეს ვიღებდით. ხოლო, ის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება" - ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ნიკა ობოლაძე.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, დემოკრატიის ფესტივალში არმონაწილეობის მიზეზებზე საუბრობს. პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი, მოუწოდებს ოპოზიციას, ნუ აძლევენ ხელისუფლებას პროპაგანდის საშუალებას.

"ჩვენი არმონაწილეობის მიზეზი ის არის, რომ გვაქვს ჩვენი ძალიან მკაფიო გეგმა ჩვენს ამომრჩეველთან და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან მუშაობის. ბევრჯერ მითქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თუ კი ირღვევა კანონი, საარჩევნო კოდექსი ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს.

მეორე მხრივ, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც იღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მოვუწოდებ, რომ ნუ აძლევენ პროპაგანდის წარმოების საშუალებას ხელისუფლებას, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პროპაგანდას მთლიანად ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის იყენებს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.

 

დღის ამბები