16 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
NDI-ს და IRI-ს მოვუწოდებთ, რომ არჩევნებამდე თავი შეიკავონ ასეთი ირიბი პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისგან - გურამ მაჭარაშვილი "დემფესტზე"

31 აგვისტოს თბილისში დემოკრატიის ფესტივალი გაიმართება. "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით ეს იქნება მეოთხე ღონისძიება, რომელსაც წალენჯიხის, თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ამჯერად დედაქალაქი უმასპინძლებს.

მმართველ გუნდში, ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ღონისძიება უკვე ოფიციალურად არის პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიერ დაგეგმილი.

განცხადება გაავრცელა დემოკრატიული ფესტივალის ორგანიზატორმა ორგანიზაციამაც. "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს და ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას თავდასხმად აფასებს.

უმრავლესობა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს, რომელმაც დონორი ორგანიზაციების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მაგალითად, "დემოკრატიის ფესტივალი" მოიყვანა.

"კანონმდებლობის საფუძველზე ანტიკორუფციულ ბიუროს ისედაც აქვს შესაბამისი უფრო მეტი წვდომა, NDI-ს და IRI-ს მიერ გადარიცხული თანხებით ჩატარებულ ე.წ. ფესტივალზე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა კი, ჩვენთვის ისედაც ცნობილია, თუმცა პირდაპირ ამხილა ეს, როგორც პოლიტიკური პროცესი.

ჩვენთვის ეს ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ ვიემორებ ეს არის კარგი, როდესაც კანონმდებლობის საფუძველზე დგინდება, რომ ეს ე.წ. დემოკრატიის ფესტივალი, რომელსაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს, არის პირდაპირ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ფინანსდება ამ დონორებისგან.

ამიტომ, კიდევ ერთხელ NDI-ს და IRI-ს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნდობის ხარისხი არის ნულოვანი საქართველოში, მაინც მოვუწოდებთ, რომ არჩევნებამდე თავი შეიკავონ ასეთი ირიბი პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისგან," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები