06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვის ოლქს ისევ შეუტიეს - დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 11

შეტევას განაგრძობს ოკუპანტი უკრაინის მიწაზე. რუსულმა ჯარმა ღამით ხარკოვის ოლქს ისევ შეუტია.

დაღუპულია 2 ადამიანი, 11 კი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალია. შეტევა განხორციელდა სუმის ოლქზეცდაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვაში პარტნიორებს სთხოვს, მიაწოდონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და ჭურვები. ის მიმართავს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, რომ უკრაინას სჭირდება სრულად დაცვის შესაძლებლობები აგრესორისგან.

 

დღის ამბები