06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
გვჭირდება უკრაინისა და უკრაინელების რეალურად და სრულად დაცვის შესაძლებლობები, გვჭირდება ნებართვები შორ მანძილზე დარტყმებისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომი გრძელდება უკრაინაში. რუსულმა ჯარმა ღამით ხარკოვის ოლქს ისევ შეუტია. უკრაინის პრეზიდნეტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მიმართავს და აცხადებს, რომ უკრაინას შორს მანძილზე დარტყმების ნებართვა სჭირდება.

"უკრაინის წარმომადგენლებმა ჩვენს პარტნიორებს ყველა საჭირო დეტალი და ინფორმაცია მიაწოდეს. მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას: გვჭირდება უკრაინისა და უკრაინელების რეალურად და სრულად დაცვის შესაძლებლობები, გვჭირდება ნებართვები შორ მანძილზე დარტყმებისთვის და შორი მანძილის ჭურვები და რაკეტებიც. არ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადება სწორედ იმისა, რასაც შეუძლია ყველაზე სწორად იმოქმედოს მოვლენებზე,"- აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები