06 ოქტომბერი 2024,   22:32
ვრცლად
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 125-ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის.

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ამავე პერიოდში ბაქოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს 29-ე კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რის გამოც მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით მიმართეს.

საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის რვა საათზე გაიხსნა. ცესკო-ს მონაცემებით, სულ 6,343 საარჩევნო უბანია გახსნილი. ხმის მიცემის პროცესი კი 19:00 საათზე დასრულდება.

დღის ამბები