06 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
რუსეთის ძალებმა დილიდან უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს იერიში - შეტევა იყო ხარკოვზეც

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის ძალებმა დილიდან უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს იერიში. საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.

შეტევა იყო ხარკოვზეც. ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 45-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შეტევა იყო სუმის ოლქზეც. დაშავდა 13 ადამიანი მათ შორის 4 ბავშვია. იერიშის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობა.

დღის ამბები