06 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
უკრაინაში ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, ეს არის ომი, რომლის მოგვარებასაც რუსები არაერთხელ ცდილობდნენ, პირობებით, რომლებიც ძალიან, მომგებიანი იყო უკრაინისთვის და დასავლეთისთვის - რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი

უკრაინაში ომი, არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომლის მოგვარებასაც რუსები არაერთხელ ცდილობდნენ, პირობებით, რომლებიც ძალიან, მომგებიანი იყო უკრაინისთვის და დასავლეთისთვის - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსმა ვიდეო რგოლში განაცხადა.

კენედის თქმით, მიზანი იყო ომი არ დაწყებულიყო სანაცვლოდ კი უკრაინა ნატოს გარეთ დაგვეტოვებინა. კენედი საუბრობს ასევე ამერიკის მიერ სამხედრო დაფინანსებაში გაწეულ ხარჯებზე. მან ამერიკელი კანონმდებლის სიტყვები გაიხსენა, როდესაც მიტჩ მაკონელს ჰკითხეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ვაშინგტონს იმის საშუალება, რომ უკრაინაში 113 მილიარდი დოლარი დაეხარჯა.

კენედის თქმით კი, მაკონლმა თქვა: "ნუ ნერვიულობთ. ის ნამდვილად არ მიდის უკრაინაში. ის მიემართება ამერიკული თავდაცვის მწარმოებლებისკენ.

კენედი მიიჩნევს, რომ ომის დაფინანსება ეს ერთგვარი ფულის გათეთრების სქემაა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ ამერიკელებისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არა საჩუქარი, არამედ კიევისთვის გაცემული სესხია.

დღის ამბები