06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, მაშველებმა ყველა ცხედარი იპოვეს.

კამჩატკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულებულია და ამჟამად ტერიტორიიდან ცხედრების გაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, Mi-8T-ს ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ავიაკომპანია "ვიტიაზ-აეროს“ ეკუთვნოდა, 31 აგვისტოს რადარებიდან გაუჩინარდა. ვერტმფრენის ნამტვრევები პირველ სექტემბერს მთიან რეგიონში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის ადგილი სახმელეთო ტექნიკით მიუწვდომელი იყო, რის გამოც ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით დახმარებით მიმდინარეობდა.

დღის ამბები