06 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, იმის გამო რომ შემიძლია მას ჩემი ქმარი ვუწოდო - ბრიტანელი დეპუტატი ლიუკ პოლარდი დაქორწინდა

ბრიტანელი დეპუტატი და შეიარაღებული ძალების საკითხებში სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მოადგილე ლიუკ პოლარდი დაქორწინდა. თავის ცხოვრებაში ცვლილებების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"რამდენიმე კვირის წინ მე და სიდნი პორტ ელიოტში, კორნუოლში დავქორწინდით. სიდნი ჩემი კლდეა და ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, იმის გამო რომ შემიძლია მას ჩემი ქმარი ვუწოდო. როდესაც ვიზრდებოდი, ორი კაცისთვის დაქორწინება არ შეიძლებოდა. დიდი გზა გამოვიარეთ. სიყვარული იმარჯვებს," - წერს პოლარდი.

დღის ამბები