06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
პოლონეთში, ევროპაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

პოლონეთის პოლიციის გამოძიების ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, უკრაინის პოლიციასთან ერთად, პოლონეთისა და მთელი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 200 კილოგრამი სინთეზური ოპიოიდი ამოიღეს, რომელსაც 4 მილიონი ადამიანის მოკვლა შეეძლო. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

სპეცოპერაციის ფარგლებში, პოლიციამ 38 სამალავი შეამოწმა, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ ან ინახავდნენ.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პოლონეთსა და უკრაინაში ნარკოტიკების მასობრივ წარმოებაზე პასუხისმგებელი კარტელის შვიდი წევრი დააკავეს.

დღის ამბები