06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
"გაფართოება უნდა იქცეს მუდმივ საქმიანობად, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორედ ამიტომ დავნიშნავ სპეციალურ კომისარს გაფართოების საკითხებში" - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისრის ცალკე თანამდებობა შეიქმნება.

"მსურს, რომ ჩვენი მუშაობა გაფართოების მიმართულებით კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომდევნო შემადგენლობაში გაფართოება უნდა იქცეს მუდმივ საქმიანობად, რაც საშუალებას მოგვცემს, მას სრული ყურადღება დავუთმოთ. სწორედ ამიტომ დავნიშნავ სპეციალურ კომისარს გაფართოების საკითხებში", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ, მოუწევთ საჭირო რეფორმების განხორციელება.

დღის ამბები