06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
"სლოვაკეთს სურს დარჩეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიან წევრად, ამასთან სრულად იცოდეს თავისი უფლებები" - სლოვაკეთში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საერთო მიდგომის დეკლარაცია შეიმუშავეს

სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ, პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ და წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა პიტერ ჟიგამ, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საერთო მიდგომის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო კავშირშია.

ხელმომწერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სლოვაკეთი იქნება ქვეყანა, რომელიც სუვერენულად დაიცავს თავის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, ევროკავშირსა და ნატოში მისი მტკიცე წევრობის მიუხედავად. მათი განცხადებით, ისინი აღნიშნულ მიმართულებას მხარს დაუჭერენ, მათ შორის, წინ წამოწევენ საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობებს.

"სლოვაკეთს სურს დარჩეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიან წევრად, ამასთან სრულად იცოდეს თავისი უფლებები, მაგრამ ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ საზოგადოების ამაყი წევრები.

გვინდა არასოდეს შეგვეშინდეს საზღვარგარეთ საუბარი სუვერენული ხმით, რადგან სლოვაკეთის მსგავს პატარა სახელმწიფოსაც კი აქვს უფლება, ხელი შეუწყოს თავისი ხალხის ინტერესებს საზღვარგარეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

დღის ამბები