06 ოქტომბერი 2024,   22:32
ვრცლად
თურქული მხარე ადასტურებს, რომ ქვეყანამ "ბრიქს"-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა

თურქული მხარე ადასტურებს, რომ ქვეყანამ "ბრიქს-ში" გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები მოგვაინებით გახდება ცნობილი.

"ბრიქსი" სახელმწიფოთა ჯგუფია, რომელიც აერთიანებს რუსეთის ფედერაციას, ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. მოიცავს უმსხვილეს განვითარებად ეკონომიკებს. "ბრიქსის" სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.

ევროკავშირში უკვე გამოთქვეს შეშფოთება თურქეთის სურვილზე, სადაც თქვეს, რომ ნატოს წევრმა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა თურქეთმა, პატივი უნდა სცეს ევროკავშირის ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკურ შეხედეულებებს.

დღის ამბები