17 სექტემბერი 2024,   14:11
ვრცლად
კახა კალაძე "ქართული ოცნების" პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევაზე: სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი და ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან "ქართული ოცნების" პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ეხმაურება.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შემჩნეული ადამიანები არიან ფაშისტები, რომელთაც 26 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შესაბამის პასუხს გასცემს.

"ეს ადამიანები ისევ წარსულში არიან ჩარჩენილები. დღეს განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, თუ არ რცხვენიათ და თუ ხალხი მათ მიიღებს, შეუძლიათ გავიდნენ, მოქალაქეებს მოუყვნენ თავიანთ ხედვებზე. სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. ერთადერთი რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ. რას გიშლის პლაკატი რომ მიდიხარ და ხევ? ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან. ფაშისტებს 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "გვარამია-მელიას" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები "ქართული ოცნების" პლაკატებს ხევენ.

დღის ამბები