19 სექტემბერი 2024,   09:07
ვრცლად
"როცა ორმხრივ ურთიერთობებზე მესაუბრები, შენ მოდიხარ მათრახით და ჩემგან გინდა მხოლოდ კანფეტები, ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა" - გურამ მაჭარაშვილი სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 60-ზე მეტი პირის დასანქცირების საკითხს "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველები თავს სწირავდნენ ქვეყნის გადასარჩენად, ამიტომ მათ სანქციებით ვერ დააშინებენ.

მისივე თქმით, რაც უფრო გაიზრდება წნეხი, მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მათ მხარს 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე.

"ვერ შეისწავლა ამ უცხოურმა ძალამ ქართული გენეტიკა. ოჯახების სიცოცხლეს თმობდნენ და ოჯახებს სწირავდნენ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. ისინი გვემუქრებიან, რომ ამერიკაში, სადღაც, ბულვარზე ვერ გავისეირნებთ.

საუბარი არის ქვეყნის სუვერენიტეტზე, სამშობლოს გადარჩენაზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ეკლესიური თვალსაზრისით და რომელ სანქციებზეა საუბარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ორმხრივ ურთიერთობებზე მესაუბრები, შენ მოდიხარ მათრახით და ჩემგან გინდა მხოლოდ კანფეტები, ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა. რაც მეტად გააძლიერებენ წნეხს და ე.წ. სანქციებს, მეტად გაიზრდება ჩვენი რეიტინგი 26 ოქტომბერს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები