19 სექტემბერი 2024,   09:03
ვრცლად
გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ლანძღავდნენ, თაღლითობას და აგენტობას აბრალებდნენ, საერთოდ, მამუკა ხაზარაძეს აქვს უნარი, ნეგატიური ადამიანები მიითვისოს - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების საკითხი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უცხოური ძალები ყველაფერს შეეცდებიან იმისთვის, რომ ის ოპოზიციური პარტიები გააერთიანონ, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ, მათ შორის, ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიებიც.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ სურთ, სალომე ზურაბიშვილის შუამდგომლობით "გახარია-ხაზარაძეს დააქორწინებენ".

"რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებებში და კომენტარებში "ხალხის ძალა" და პრემიერ-მინისტრი კობახიძე, რომ ყველაფერს შეეცდება უცხოური ძალა, რათა ის პარტიები, რომლებიც ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს, შეეცდებიან გააერთიანონ. მა შორის, მწვავედ დაპირისპირებული პოლიტიკოსებიც კი, აი ეს არის ახლა სახეზე. გახარია და ხაზარაძე ერთმანეთს ლანძღავდნენ, თაღლითობას და აგენტობას აბრალებდნენ ერთმანეთს. საერთოდ, მამუკა ხაზარაძეს აქვს უნარი, რომ ნეგატიური ადამიანები მიითვისოს. სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობაში" ვერ აიტანეს და ამან მიითვისა. ელისაშვილი პარლამენტში და საკუთარ პარტიაშიც კი ყველაზე საზიზღარ ადამიანად გამოაცხადეს და ამან მიითვისა. ბოლოს, ზურაბიშვილის მაჭანკლობით, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უნდათ, ხაზარაძე-გახარიას დააქორწინებენ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები