19 სექტემბერი 2024,   08:56
ვრცლად
სანქციები, რომელიც აშშ-მა დააწესა, არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ანა ნაცვლიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 60-ზე მეტ პირზე დაწესებული სანქციები პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა.

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პასუხის იმ არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გადადგა.

"გაფრთხილება იყო ბევრჯერ. ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ არადემოკრატიული ნაბიჯებისთვის, მისი მხრიდან არსებობს პასუხი და ეს პასუხი ყოველთვის შეიძლება გამოიხატოს სანქციებში და კიდევ უფრო მძიმე სანქციებში. რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო ამბის არ არის, მაგრამ ეს არის ფასი იმ მოქმედებების, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ. საზოგადოება ამას ხედავს და მთავრობა ჯიუტად აგრძელებს ამას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარტია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

"ეს სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა, არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მეტიც, საქართველოს გაუჭირდება შეინარჩუნოს ის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. სანქცირებული ხელისუფლების მიმართ, დემოკრატიულ სამყაროში, აღარავის აღარ აქვს ნდომა", - განაცხადა ანა ნაცვიშვილმა.

დღის ამბები