19 სექტემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"ღმერთის მთაზე" მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს

ტანზანიაში მეცნიერებმა ვულკანი აღმოაჩინეს, რომელიც იღვიძებს. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ.

ვულკანი "ღმერთის მთაზე" მდებარეობს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მკვლევრების განცხადებით, ვულკანი Ol Doinyo Lengai იბერება და იღვიძებს, რადგან მის ქვეშ მაგმის დიდი მასა გაედინება.

მე-20 საუკუნის განმავლობაში, 2962 მეტრის სიმაღლის ვულკანი ყოველი 20-40 წლის განმავლობაში იღვიძებდა.

ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 2007 წელს მოხდა და მის მიერ ამოფრქვეული ფერფლი 16 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დღის ამბები