06 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში აღმოსავლეთიდან "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ მიმართულებად ამ დრომდე რჩება დონეცკში მდებარე პოკროვსკი და კურახივსკი. რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონისა და სუმის ოლქის დასახლებები, არიან დაშავებულები.

მოხსნის თუ არა ამერიკა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვას? - ამ კითხვაზე საპასუხოდ, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია საკითხზე ამჟამად მუშაობს.

მანამდე, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს უკრაინისთვის რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვას.

ამავე დროს, რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, ვაშინგტონმა, ლონდონთან ერთად, ახალი შეზღუდვები დაუწესა თეირანს. სანქციები შეეხო ირანულ ავიაკომპანია Iran Air-საც, რაც მათ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ფრენის შესაძლებლობას უზღუდავს. 

 

დღის ამბები