06 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ტაიფუნ "იაგის" 152 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ვიეტნამში მაშველები ათობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ

ვიეტნამში ტაიფუნ "იაგის " 152 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მაშველები ათობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით მილიონზე მეტი ადამიანი სტიქიური უბედურების გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარიშხალმა ვიეტნამის რეგიონებში, ინფრასტრუქტურის მასობრივი ნგრევა გამოიწვია. მეწყერის და წყალდიდობის საშიშროების გამო, ვიეტნამის მთავრობამ 18 პროვინციასა და 401დასახლებაში საგანგებო გაფრთხილება გასცა.

 

დღის ამბები