06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
პოლიციამ კუნძულ იბიცაზე ექსტაზის მილიონი აბი ამოიღო

პოლიციამ კუნძულ იბიცაზე ექსტაზის მილიონი აბი ამოიღო. ესპანელმა სამართალდამცველებმა ოპერაციის დროს მიაგნეს სხვა ნარკოტიკებსაც - მათ შორის ვარდისფერ კოკაინსა და კეტამინს.

ამოღებულ არალეგალურ ნივთიერებათა საერთო ღირებულება 25 მილიონ ევროს აღემატება.

პოლიციის ინფორმაციით, ეს სინთეზური ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა, რომლის პოვნაც სამართალდამცველებმა შეძლეს.

დაკავებულია 9 ადამიანი.

დღის ამბები