19 სექტემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ზოგადად, ყველა აქცია პოლიტიკურია და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ სათავეში - თუ ვინმეს იჭერენ, ჯერ პოლიტიკოსებს უნდა იჭერდნენ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

საუბარია ბუბუტეიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ის გიორგი ვაშაძეს დაკვეთის მიცემაში ადანაშაულებს. როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, თავად ვაშაძემ უნდა გააკეთოს განმარტება, სიმართლეა თუ არა ბუბუტეიშვილის განცხადება. 

"თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, ეს მიუთითებს უკიდურეს უპასუხისმგებლობაზე იმ ადამიანების, ვინც შეიძლება აქტივისტების ბედზე იგნორირება გააკეთოს და ისეთი დაპირება გასცეს, რომელსაც ვერ შეასრულებენ. ამიტომ, ალბათ, თვითონ ვაშაძემ უნდა გააკეთოს კომენტარი და ახსნას, სიმართლეა ეს თუ არა. თუ სიმართლეა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მგონია, დადგება ამაზე. ჩვენ სულ ამას ვამბობდით, რომ ეს ყველა აქცია, ზოგადად პოლიტიკურია და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ სათავეში. ისინი უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას ქმედებებზე და პირველ რიგებში იდგნენ. ისე კი არა, რომ აქტივისტები წინ მიდიან და ისინი უკან სადღაც რესტორანში სხედან და ჭამენ, არამედ პირველ რიგში პოლიტიკოსები დგანან და თუ ვინმეს იჭერენ, ჯერ პოლიტიკოსებს უნდა იჭერდნენ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები