19 სექტემბერი 2024,   23:51
ვრცლად
დღევანდელი სცენარი ასეთია - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი, თითქოსდა, სალომე ზურაბიშვილია - გიორგი ვოლსკი

დღევანდელი სცენარი ასეთია - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი, თითქოსდა, სალომე ზურაბიშვილია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, პროცესში სალომე ზურაბიშვილი არის ლიდერი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა.

"გახარიას განცხადება გაიხსენეთ - რომ "ლელო" უნდა იხსნას "ნაციონალური მოძრაობის" მარწუხებისგან და ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი და პოლიტიკური ინტერესები დათმო, რათა სახელმწიფოს ინტერესებს დამხმარედ შეუდგეს. ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფოს ინტერესები და მისი პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს სცილდებოდა, მაგრამ, "ლელოსთან" დაკავშირებით, არავითარი უკუსვლა არ იქნება. თუკი კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა, დღევანდელი სცენარი ასეთია - უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი, თითქოსდა, არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი - ლიდერი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღეს, ორბელიანების სასახლეში, ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა შედგეს. კონსულტაციები პრეზიდენტთან დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გუშინ, გვიან ღამით, ისევ კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

 

დღის ამბები