19 სექტემბერი 2024,   23:34
ვრცლად
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება - ივანე ჩხაიძე

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, რისკის ჯგუფში არიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინა უფასო იქნება სამედიცინო მუშაკებისთვის, ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და ჭარბწონიანებისთვის.

"იდეალური პერიოდი ვაქცინაციის ჩატარებისთვის არის ოქტომბრის მეორე ნახევარი-ნოემბრის დასაწყისი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, დღემდე გრიპის ვირუსის შემთხვევები არ გვაქვს, ის სტატისტიკა, რომელსაც ახლა ვიღებთ, ეს არის რინოვირუსი, ადენო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვრის პერიოდში," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები