21 სექტემბერი 2024,   17:52
ვრცლად
როგორ და რა სიმპტომებით ამოვიცნოთ მოძალადე - ფსიქოლოგის რჩევები

როგორ და რა სიმპტომებით ამოვიცნოთ მოძალადე - საკითხზე "რუსთავი 2-ის" დილის ეთერში, ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.

"როდესაც ადამიანი თავიდანვე, ურთიერთობის დასაწყისში არიან პარანოიდალური ეჭვიანი, რომელსაც შეუძლია ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ხელით შეეხოს, რადგან შეიძლება მოეჩვენა ან რაღაც არ მოეწონა - ეს უკვე განგაშის დასაწყისია. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობას იწყებ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია მოგისმინოს, თუნდაც გაპატიოს, ან არ შეუძლია კომუნიკაციაში შემოვიდეს.

როგორ მართავს ადამიანი აგრესიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაბრაზებული ადამიანი ზოგჯერ აბსოლუტურად სხვა არის, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდით. ასევე შეიძლება იყოს ნასვამი, არ რაიმეს თრობაში მყოფი. დღეს ეს პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტია, ვიდრე სხვა რამ. ემოციის მართვის უნარი ნაკლებად გაგვაჩნია, არავინ საუბრობს ემოციურ ინტელექტზე. თვითრეგულაციაც გვერდზეა გადაწეული. ამას ემატება სტრესი, ინფორმაციული ნევროზი, ძალადობის არასწორი გაშუქება.

მარტო მსხვერპლი არ არის მისახედი, ასევე მისახედია მოძალადე. ვინც ძალადობს ის უკვე რაღაცის მსხვერპლია. არსებობს მოძალადესთან არაცნობიერი მიზიდულობა, მე ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ,"- აცხადებს მარინა კაჭარავა.

დღის ამბები