გახარია-ხაზარაძის პარტიების გაერთიანების მცდელობას მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ეს პროცესი გარედან მართულია.
გარდა ამისა, მათივე განცხადებით, ორივე ოპოზიციური პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთანაა" დაკავშირებული.
"საზოგადოებას დაღალეს ამ თავიანთი უნიჭო სპექტაკლების გაგრძელებით, არავინ ეკითხება არც ხაზარაძე, არც გახარიას და არც ამ თემის ორგანიზატორ ზურაბიშვილს კოლექტიური ნაცმოძრაობის რომელი ფლანგი უნდა გაერთიანდეს და რომელი უნდა დაიშალოს. დავალება მიღებულია, რომელიც გაატარა სალომე ზურაბიშვილმა და ეს დავალება უნდა შესრულდეს. ეს უნიჭო სპექტაკლი დამერწმუნეთ ძალიან მალე დასრულდება. ხოლო საბოლოოდ, ეს დესტრუქცია დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართული საზოგადოება ამ მართლაც უსამშობლოებს საბოლოო პასუხს გასცემს არჩევნებზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.