"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალქალაქისა და ნინოწმინდის დელეგატი სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის სოფლების: დიდი და პატარა ხანჩალის, კათნატუს, ხორენიასა და ჯიგრაშენის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და ამომრჩევლის ჩართულობის როლს. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
„საამაყოა, რომ ჩვენს მოქალაქეებს გააზრებული აქვთ სწორი არჩევანის საბედისწერო მნიშვნელობა. მათ აღნიშნეს პარტიის მიერ განხორციელებული ბევრი დადებითი ცვლილება, როგორიცაა გამართული გზები, გაზიფიცირება და სხვა, რაც რეგიონში ცხოვრების პირობებს აუმჯობესებს და ამარტივებს,“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.
დელეგატის თქმით, მოსახლეობის დროული და ზუსტი ინფორმირებულობა ხელს უწყობს ქვეყნის სამომავლო სტაბილურობასა და განვითარებას.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი - ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვაან აროიანი, მერის წარმომადგენლები ზემოხსენებულ სოფლებში და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.