ვის ინტერესშია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება - მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. დოკუმენტში, რომელიც "მაკკეინის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა წერია, რომ ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დასავლეთთან ურთიერთობის ნაწილში სრულ პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს.
"ოცნების" პროპაგანდა, რომელიც ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია მთავრობის ქმედებები გადაფაროს, ეს კიდევ ერთხელ მათ სისუსტეს ამტკიცებს. ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა თითოეული მოქალაქისთვის და სწორედ "ქართული ოცნებაა" ის ძალა, რომელმაც თავისი ანტიდასავლური ქმედებებით, ეს საფრთხე თითოეულ მოქალაქეს შეუქმნა," - აღნიშნავს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.
ავტორი: ნანა გოგატაძე.