21 სექტემბერი 2024,   17:40
ვრცლად
დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს, რომ დავამარცხოთ ჩვენ ყოველი ცოდვა და დავძლიოთ ყოველი უღირსობა, რაც ჩვენშია და ჩვენს ირგვლივ არის - შიო მუჯირი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. წირვის შემდეგ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გააცნო. ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

"გილოცავთ დღევანდელ დიდებულ და შესანიშნავ დღესასწაულს. ღვთისმშობელმა დალოცოს მისი წილხვედრი ქვეყანა - საქართველო. ღვთისმშობელმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. დედა ღვთისმშობელმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ეკლესია და დაიცვას იგი ხილული და უხილავი მტრებისგან, გააძლიეროს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია II. დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დავამარცხოთ ჩვენ ყოველი ცოდვა და დავძლიოთ ყოველი უღირსობა, რაც ჩვენშია და ჩვენს ირგვლივ არის," - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

დღის ამბები