16 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
კოლექტიური ლომჯარიები, კოლექტიური გიგაურები, ყოველდღიურად ცდილობენ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში - ირაკლი კირცხალია

ვის ინტერესშია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება - მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. დოკუმენტში, რომელიც "მაკკეინის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა წერია, რომ ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს.

სახელისუფლებო გუნდში პროცესს დესტრუქციის მცდელობად აფასებენ:

"კოლექტიური ლომჯარიები, კოლექტიური გიგაურები, ყოველდღიურად ცდილობენ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, ქვეყანაში არეულობის შემოტანაში. სიტყვა უსამშობლოს როდესაც ვიძახით, ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ეს ქმედებებია იმ უსამშობლობის ნათელი მაგალითი, რასაც ამათგან ვისმენთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები