ვის ინტერესშია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება - მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. დოკუმენტში, რომელიც "მაკკეინის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა წერია, რომ ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვს.
სახელისუფლებო გუნდში პროცესს დესტრუქციის მცდელობად აფასებენ:
"ეს იყო ხალხი, რომლებიც დადიოდნენ და სხვადასხვა კარზე აკაკუნებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომ ქართველმა სამხედროებმა მასობრივად დაარღვიეს ადამიანის უფლებები ცხინვალის რეგიონში. რამე სიახლეა? ესენი ისევ იმ მოღალატეობრივ კურსს აგრძელებენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ესენი არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის, ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები არიან,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე.