22 სექტემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ირანში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების დროს, მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველები მაღაროში დარჩენილების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა ოპერაციას მაღაროში დაგროვილი მეთანი ართულებს.

დღის ამბები