წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან, ირაკლი გვილავასთან ერთად სამგორის რაიონში რამდენიმე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
დიდი ლილოს დასახლებაში დელეგატმა მოინახულა მშენებარე მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია და პროექტის დასრულებამდე სულ ცოტა რჩება.
ლილოს დასახლებაში დაათვალიერა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, აეროპორტის დასახლებაში კი მოინახულა სივრცე, სადაც ადგილობრივების თხოვნით მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს.
ასევე, ვარლამ ლიპარტელიანი გაეცნო ორი სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესს სოფელ ნასაგურში, სადაც მოეწყობა საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ხოლო მათ გარშემო სარეკრეაციო სივრცე კეთდება და უახლოეს მომავალში ნასაგურს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი სპორტული მოედანი და პარკი.