23 სექტემბერი 2024,   10:30
ვრცლად
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს - დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

უკრაინის რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში იყო.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი შენობა, გაჩნდა ხანძარიც. იერიში იყო დასახლებაზე ჩერნიგოვის ოლქში. არიან დაზარალებულები.

მსხვერპლი მოჰყვა ხერსონის ოლქზე რუსული ძალების შეტევას. დაიღუპა 61 წლის ქალი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

პარალელურად, აშშ-ში ვიზიტი დაიწყო ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი მის ამერიკელ კოლეგას და პარტნიორი ქვეყნების სხვა ლიდერებს ე.წ "გამარჯვების გეგმა" წარუდგინოს. ზელენსკის თქმით, ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება.

დღის ამბები