22 დეკემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"საქართველოს ყოველთვის აქვს ძალიან ძლიერი გზავნილები იმ ხალხის მისამართით, რომელიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს" - გაეროს უმაღლეს ტრიბუნაზე, პრემიერის საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა იქნება

დღეიდან გაიხსნება გენერალური დებატები, სადაც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს. ირაკლი კობახიძე გაეროს უმაღლეს ტრიბუნას 25 სექტემბერს დაიკავებს და ის რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით გაამახვილებს ყურადღებას. გზავნილები იქნება საკმაოდ მკაფიო - ის ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, შერიგების მნიშვნელობაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ასევე - უსაფრთხოებაზე რეგიონში და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საქართველოსთანაა დაკავშირებული. მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა და მათთვის მნიშვნელოვანი გზავნილები.

"საქართველოს ყოველთვის აქვს ძალიან ძლიერი გზავნილები იმ ხალხის მისამართით, რომელიც ცხოვრობს ოკუპაციის ხაზს მიღმა და ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ ის სარგებელი, რომელიც მოაქვს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, იმ პრიორიტეტების განხორციელებას, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, ესეც გვინდა გავუზიაროთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა.

ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედ პრემიერ-მინისტრს ექნება ძალიან ძლიერი მთავარი გზავნილები ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით, იმ სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ატარებს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მიმართვა ექნება პრემიერ-მინისტრს,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები