22 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
პრემიერისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრაზე ძალიან ხაზგასმით აღინიშნა ის ბრძნული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით აქვს - დავით ბაქრაძე

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა შეაჯამა. დავით ბაქრაძემ განმარტა, რა საკითხები განიხილეს ირაკლი კობახიძემ და ანტონიო გუტიერეშმა.

"აღინიშნა ის ბრძნული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონში არსებული გამოწვევების მიმართ გამკლავების თვალსაზრისით და, ამ მხრივ, გაეროს სრული მხარდაჭერა გამოხატა პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს რეგიონში და, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა, რომ საქართველო გააგრძელებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ასე უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას,“ - აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

დღის ამბები